საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია
საქართველო მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე გავლენიან ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას, ტეზერს მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვაა, რომელმაც რეგიონში ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
„საქართველო და ტეზერი“ – ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებას კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პრემიერი, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაესწრნენ.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.