საქართველოს ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში

21:26, 02.08.2025

რუსთავში ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრი, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენების სიმცირის გამო ვერ ტარდებოდა, წელს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან 200-მდე მონაწილეს მასპინძლობს. ჩემპიონატი ნიჩბოსნობის ცენტრში იმართება, სადაც დღეს გამარჯვებულები 500-მეტრიან დისტანციაზე ბაიდარში გამოვლინდნენ. პრიზიორები ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკოლოზ მონდაძე და იოანე ცინცაძე გახდნენ. აღსანიშნავია, რომ 1968 წელს აშენებულ ნიჩბოსნობის ცენტრს რეაბილიტაცია სამი წლის წინ ჩაუტარდა. ბაზა ფაქტობრივად დანგრეული იყო.

მსგავსი