საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინურმა ავიაკომპანიამ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან უკვე შესრულდა. თბილისში 98 მგზავრი ჩამოვიდა, თბილისიდან კი 121 პირი გაემგზავრა. დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის დახვედრის ღონისძიება მოეწყო. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.