საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსი მიიღო

12:22, 12.11.2025

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატია. ეს სტატუსი ქვეყანამ კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში მიიღო, სადაც კანდიდატად ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა. უმრავლესობამ ხმა საქართველოს სასარგებლოდ მისცა. კონკურენტებს შორის იყო რუსეთიც. კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც მათი საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და მისი მუშაობის ხელშეწყობა.

მსგავსი