საქართველომ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.

შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტი.