საქართველო ვაქცინაციის მოლოდინში

რატომ შეფერხდა საქართველოში ვაქცინის შემოტანა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ „კოვაქსთან“ და „ფაიზერთან“კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით. პირველადი დოზების შემოსვლის შესახებ  უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.