საქართველო უცხოურ გამოცემებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ საერთაშორისო გავლენიან ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული პუბლიკაციები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს. ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ჩვენს ქვეყანაში იმოგზაურეს და საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორიას გააცნეს.