საქართველო ტურისტულ გამოფენაზე აშშ-ში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია ქართული კერძო სექტორი. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებსა და უცხოელ ტუროპერატორებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას. ინფორმაცია მიიღონ ტურისტულ პროდუქტებსა და კურორტებზე.