საქართველო ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე
80-ზე მეტი ქვეყანა, 1 300 ორგანიზაცია, 180 ათასამდე ვიზიტორი და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ჩვენი ქვეყნის ოთხი სეზონის მიმართულებები, ღირსშესანიშნაობები და ტრადიციული პროდუქტები ტოკიოში ათამდე დამწყებმა და უკვე გამოცდილმა ქართულმა კომპანიამ წარადგინა. საქართველოს სტენდზე მოეწყო პრეზენტაციები, სადაც იაპონური მედიისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხები განიხილა.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.