საქართველო სოფიას ეკონომიკურ ფორუმზე
ბულგარეთში ეკონომიკური ფორუმი დაიწყო, რომელზეც მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამომავლო სტრატეგიებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა – „ევროპული ერთიანობა გზაჯვარედინზე: ნაციონალიზმი თუ საერთო სტრატეგია“. საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც 250-ზე მეტი სპიკერია ჩართული და 1 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით იმართება. საქართველოს ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ანა ბროლაძე დეტალებით.