საქართველო სამოგზაურო მედია-კონფერენციაზე

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ლონდონსა და პარიზში გამართულ ღონისძიებაზე PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედიაკონფერენციაა, ორივე ღონისძიებას 700-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.