საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

21:32, 10.01.2026

საქართველო უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის პოტენციალს მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენელს აცნობს.

ოთხდღიან გამოფენაში 750-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომელსაც 72 ათასი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. სტუმრები საქართველოს ზამთრის კურორტებს, სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებსა და შესაძლებლობებს ეცნობიან.

მსგავსი