საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

12:15, 10.01.2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნიდერლანდებში, უტრეხტრში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. 
ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და ათამდე კერძო კომპანიასთან ერთად ეროვნული სტენდით წარდგა.

გამოფენის ფარგლებში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს წამყვანი PR კომპანიების, მსხვილი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. უტრეხტში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი ბაჩო საგანელიძეც.

გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს Travel trade days 2026-ში. B2B ღონისძიების ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სერვისის მიმწოდებლებსა და ე.წ-ლ „ბაიერებს“.

მსგავსი