საქართველო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყანა ორი პავილიონით წარდგა. ჯამში გამოფენაზე 26 ქართული კომპანია მონაწილეობს. Gulfood ყოველწლიურად 130-ზე მეტი ქვეყნიდან 100 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 5 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს. მათ შორის ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, აფრიკის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია და სინგაპური.