საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ ტურიზმზე

12:26, 04.02.2026

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაში – Madrid Fusión მიიღო მონაწილეობა. ქართველმა შეფ-მზარეულებმა საქართველოს სტენდზე და კონგრესის მულტიფუნქციურ სცენაზე მასტერკლასები ჩაატარეს. კონგრესში მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი შეფ-მზარეულები შეიკრიბნენ ესპანეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. ისინი ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.

მსგავსი