საქართველო მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე
156 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და 150 ათასი სტუმარი – საქართველო მადრიდის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ღვინო, კერძები, ტკბილეული, ქვეყნის საიმიჯო ვიდეორგოლები და გზამკვლევები – ხუთი დღის განმავლობაში ქართულ სტენდს უამრავი ვიზიტორი ეწვია. გამოფენა კერძო სექტორისთვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა პოტენციური პარტნიორების მოსაზიდად.