საქართველო მადრიდის ტურისტულ გამოფენაში

საქართველო მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილეს ავიაკომპანიებთან შეხვედრები გამართა. სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო მარკეტინგულ, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთანაც განიხილა. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დასრულების შემდეგ, საქართველო ესპანეთის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტრო კონგრესშიც მიიღებს მონაწილეობას.