საქართველო მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 5 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ, გაცნობოდნენ ქვეყნის საიმიჯო ვიდეორგოლებსა და გზამკვლევებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, კერძებისა და ტკბილეულის დეგუსტაციაც, სადაც სტუმრებს ქართველი შეფ-მზარეულები გაუმასპინძლდნენ. გამოფენაში წელს 156 ქვეყნიდან 10 ათასამდე კომპანია იყო წარდგენილი და მას დაახლოებით 150 ათასი სტუმარი ჰყავდა.