საქართველო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში

12:29, 06.11.2026

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს საქართველო. 20-მა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ საქართველოს ტურისტული მიმართულებები წარადგინა. ეროვნულ სტენდებთან სტუმრებს გააცნეს კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ინფორმაცია მიაწოდეს ოთხსეზონიანი ტურისტული ადგილების შესახებ. ამასთანავე, საქართველოს დელეგაციამ უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.

მსგავსი