საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე

15:33, 25.05.2026

საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. შანხაიში 400-მდე ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო ხასიათის ბანერები, ასევე ვიდეორგოლები და ერთი თვის განმავლობაში ყველა ვიზიტორი საქართველოს შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

მსგავსი