საქართველო ITB CHINA-ს ტურისტულ გამოფენაზე
აზიის უმსხვილესი ტურისტული გამოფენა გრძელდება – საქართველო პარტნიორის სტატუსითაა წარმოდგენილი და ადგილობრივ 30-მდე კომპანიასთან ერთად, ათიათასობით სტუმარს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აცნობს. ქართული კერძებისა და ღვინის დასაგემოვნებლად ორი დღეა, პავილიონში ვიზიტორების რიგები არ წყდება. გრძელდება რეწვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები და ფოლკლორული ნომრებიც. პარალელურად, იმართება მხარეებს შორის საქმიანი შეხვედრებიც.
შალვა სუმბაძე აშუქებს ITB CHINA-ს.