საქართველო ITB CHINA 2026 ტურისტულ გამოფენაზე 

15:31, 30.01.2026

საქართველო ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს სივრცეში წარმოდგენილი იქნება 70-მდე ქართული კომპანია, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. სტენდს 400 კვადრატული ტერიტორია დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები გაიმართება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

 

მსგავსი