საქართველო-იაპონიის ტურისტული თანამშრომლობა

12:29, 28.09.2026

რეგიონული ტურიზმის განვითარების იაპონური მოდელის გაზიარება და სამომავლო პარტნიორობის დაგეგმვა – ამ მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართეს. ქართულმა მხარემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა იაპონური გამოცდილება რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციაში, ერთობლივი პროექტებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მსგავსი