საქართველო ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

12:32, 11.02.2026

საფრანგეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, ღვინის მწარმოებელი 30 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. „ვაინ პარიზი“ – არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის ინდუსტრიაში, სადაც, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები.

ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე არის საუკეთესო შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად და არსებული სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად.

მსგავსი