საქართველოში დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დანიაში მიმდინარე ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე ისტორიულ რეფორმად შეფასდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიებაზე ევროპის რეგიონულმა დირექტორმა წარადგინა გასული წლის ანგარიში. სესიაზე სიტყვით მიხეილ სარჯველაძეც გამოვიდა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგია ევროპის რეგიონში, ასევე ინოვაციების გამოყენების სტრატეგია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.