საქართველო და მსოფლიო უეფა-ს გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველო და მსოფლიო უეფა-ს გადაწყვეტილების მოლოდინშია. დღეს გადაწყდება „ევრო 2020“-ის პლეი-ოფის შეხვედრების, მათ შორის, 26 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გასამართი საქართველო-ბელარუსის მატჩისა და პლეი-ოფის ყველა მატჩთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

ამ დრომდე არსებული შეზღუდვები კორონავირუსის საფრთხით არის გამოწვეული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია წინასწარაა ცნობილი – მოთამაშეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი საქართველო-ბელარუსის მატჩის უსაფრთხო პერიოდისთვის გადადებას ითხოვენ. დღეს ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელშიც უეფა-ს წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც არის.

ცნობილია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტრაუნდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების ტურნირები გაურკვეველი ვადით გადადო.