საქართველო-ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ფაზაში გადასვლას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოცემულობას წარმოადგენს. ოპოზიცია ეკონომიკურ ნაწილში ჩინეთთან თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა, ამბობენ, რომ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის დაკარგვის საპირწონე, ჩინეთი ვერ გახდება.
გუშინ საქართველო-ჩინეთს შორის სამი წლის წინ გაფორმებული შეთანხმება გაფართოვდა, რაც ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას გულისხმობს.