ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის მეოთხე დღე – საქართველოს სტენდთან კვლავ ხალხმრავლობაა. დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე ქართულმა პროდუქციამ. შანხაიში სულ 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. ამასთან, ხუთი დღის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ.
წელს ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქვეყნიდან სამი ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.