საქართველო ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება. სამთავრობო დელეგაცია ვიზიტს დღეიდან იწყება. სამ პავილიონში კომპანიები მთელი მსოფლიოდან ჩასულ სტუმრებს საქართველოს კულტურულ და ტურისტულ შესაძლებლობებს გააცნობენ. გამოფენაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრიც, რომელიც შანხაიში მისი კოლეგის სპეციალური მოწვევით ჩავა.

პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ – შალვა სუმბაძე დეტალებით.