თერთმეტი ქართული კომპანია გლობალურ პლატფორმაზე. ბერლინში ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლების მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოდან მოცვი, მშრალი ხილი და სანელებლები წარადგინეს. გამოფენაში მონაწილეობა ქართველმა მეწარმეებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეძლეს. პროექტი აგროპროდუქციის პოპულარიზაციასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.