საქართველო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების მენეჯერებთან მართავენ შეხვედრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობდნენ კომპანიების მენეჯერები ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. განიხილეს საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია, სამიზნე ქვეყნებში პრეზენტაციებისა და „როუდშოუების“ ორგანიზება, ასევე საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები.