ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ვენაში ქარვისფერი ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა. Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს ქართული ღვინო, როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე. წელს ვენაში გამართულ ფესტივალში წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან.