საქართველო-ავსტრალია - თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში

ჯანდაცვის სამინისტრო ავსტრალიის მხარესთან თანამშრომლობას აძლიერებს. ამ საკითხზე მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს წარმომადგენლებმა, თბილისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესების გაძლიერებაზე.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულებების 90-მა პროცენტმა ეს პროცესი უკვე წარმატებით გაიარა. ამ მიზნით კლინიკებმა თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ ორგანიზაციებთან დაიწყეს.