საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბრიტანეთის უმსხვილესმა სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

ჯილდო ჟურნალის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ ამზადებს სტატიებსა და გამოკითხვებს. ყოველწლიურად ბრიტანული გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს.