საპროტესტო აქცია ჭიათურაში

18:03, 15.03.2025

პროტესტის მე-16 დღე ჭიათურაში – „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები საკუთარი მოთხოვნების შესრულების მიზნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ მათ დავალიანება დაუფაროს და მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს და საწარმოო პროცესი აღდგეს. დღევანდელ აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაც გააჟღერეს და თქვეს, რომ ორშაბათს ჭიათურის მერიის პიკეტირებას მოახდენენ და ასე ეცდებიან ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას. მაღაროელები აცხადებენ, რომ პიკეტირებას მშვიდობიანი ფორმა ექნება.

მსგავსი