საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის
ისრაელსა და ირანს შორის ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელის მიერ ბალისტიკური რაკეტის სროლას ირანში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებთან დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელეს. სამიზნე ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო. ასევე სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს. აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.