სანქციების საკითხი - არჩილ მესტვირიშვილის განცხადება

დასანქცირებული პირებისგან ან კომპანიებისგან რამე სახის ტრანზაქციების განხორციელება გამორიცხულია, მსგავსი შესაძლებლობა მკაცრად კონტროლდება, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. მისი თქმით, რუსეთის რეზიდენტების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში თანხები გაიზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, თუმცა მატება არ ფიქსირდება მხოლოდ რუსეთიდან. მესტვირიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან.