სამუშაოები ანაკლიის პორტში

15:10, 01.08.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი შევიდა. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, გემი ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით დაიწყებს მუშაობას. ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17 ნახევარ მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1 380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მსგავსი