სამუშაოები ანაკლიის პორტში
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება – მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში შესაბამისი გემი შემოვიდა. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს.