სამუშაო ვიზიტი აშშ-ში

სოფლის მეურნეობის მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ოთარ შამუგია ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგულ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. „კოლანჯელო და პარტნერსთან” შეხვედრაზე მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 25-წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტინგული კომპანია ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლებს და ქართული ღვინის ცნობადობას გაზრდის.