სამუშაო შეხვედრა DRG საკითხზე

DRG, ანუ კლინიკების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად ბათუმში გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხით მათი უზრუნველყოფაა.

უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.