სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნა

15:15, 18.07.2026

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა. აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.

პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები. ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.

სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები პირველ მონაკვეთზე გრძელდება.

 

მსგავსი