სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ორი დღეა მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის პრემიერის მიწვევით, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მონაწილეობს, სადაც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოდან 40 კომპანია იღებს. დღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს პავილიონი ერთობლივად გახსნეს.

უფრო დეტალურად, რა შეხვედრები გაიმართა და როგორ წარიმართა დღევანდელი დღე შანხაიში, შალვა სუმბაძე გვეტყვის.