თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელშესახები შედეგი დიპლომატიაში ამ დრომდე არ არსებობს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანი შეთანხმების დადების სურვილით კვდება, თუმცა, თეირანისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია. პარალელურად, მედია წერს, რომ აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან და ამ ომში ტრამპის მთავარი პარტნიორი საერთოდ არ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინ გამართულ დისკუსიებში, მოლაპარაკებების შესახებ კი ისრაელმა რეგიონული კონტაქტებიდან, ასევე დაზვერვის გამოყენებით შეიტყო.
დიპლომატიის კრიზისი და ომის შედეგები ახლო აღმოსავლეთში – გივი ბარამიძის რეპორტაჟი.