სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, ფასების ზრდის მიზეზი არა დახლებზე, არამედ საკუთარ გუნდში ეძებოს. მათივე თქმით, „ოცნების“ შემომწირველები სწორედ სურსათის შემომტანები და სუპერმარკეტების მფლობელები არიან.
მმართველ გუნდში ამ განცხადებებს სპეკულაციებს უწოდებენ. მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდისგან მხარდაჭერა ექნება.