სამომხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია
მომავალ კვირას ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს მოუსმენს. მსჯელობა ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს შეეხება. სწორედ ამ მოსმენის საფუძველზე უნდა მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება, თუ რა ბერკეტებს გამოიყენებს დიდი ფასნამატის პრობლემის მოსაგვარებლად. აქამდე პარლამენტში უკვე სამი საჯარო სხდომა გაიმართა.