სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხი

12:15, 10.04.2026

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მომდევნო კვირიდან უკვე ნავთობიმპორტიორებთან შეხვედრას გამართავს. სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ დაიწყება საწვავის ფასების შესწავლა. კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით სამოცზე მეტი კომპანია შეისწავლეს. შემუშავდება პირველადი მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტებზე ხელშესახებ შედეგს მიიღებს, რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, მისი მიზანი იქნება, რომ სექტორი გახდეს უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი. კომისია რეკომენდაციების გაცემას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე შეძლებს.

მსგავსი