სამომხმარებლო ფასების რეგულირება

12:13, 11.03.2026

სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხზე შეხვედრები გრძელდება. მორიგი დისკუსია საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. პარლამენტში საცალო ქსელების მცირე და საშუალო ოპერატორებს ელოდებიან. კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, სექტორი გაჯანსაღდება და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები შემცირდება. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და მორიგ ფარსს უწოდებს.

მსგავსი