სამომხმარებლო ფასების რეგულირება
სამომხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. მხარეები სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურაზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებზე იმსჯელებენ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს, ცვლილებების მოლოდინშია მმართველი გუნდი.