სამომხმარებლო ფასების რეგულირება
პარლამენტში სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობა გრძელდება – დღეს მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული 14:00 საათზე. საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან  ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს. საუბარი შეეხება ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებს.
კომისია პარლამენტში გასულ კვირაში შეიქმნა. გამოითქვა ასევე ინიციატივა, რომ  ფასებთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია მოიწვიონ. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების ფასების შესწავლაზე.